ახალი ტენდენციები ყაზახურ რეჟისურაში

Main Article Content

ბახიტ ნურპეისი
მერუერტ ჟაკსილიკოვა

ანოტაცია

სტატია საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის, გამორჩეული პედაგოგის, პროფესორ ა. მამბეტოვის შემოქმედებაში განხორციელებულ ნოვატორულ ტენდენციებს ეძღვნება. მამბეტოვი XX საუკუნის 50- იან წლებში გამოჩნდა ყაზახურ თეატრში, რის შემდეგაც განავითარა ყაზახური თეატრის ისეთი ტრადიციები, როგორებიც იყო: ეპიკურობა, პოეტიკა, სასცენო მეტყველების მეტაფორული სიმდიდრე. ამასთან, სასცენო მოქმედების დინამიკის განვითარების მიზნით, სპექტაკლებს ყოფითი სიზუსტეები მოაშორა.


სტატიაში გაანალიზებულია ის სპექტაკლები, რომლებშიც სიმბოლურ-მეტაფორულმა გადაწყვეტამ დადგმის პლასტიკურ რიტმული მხარე გააძლიერა და გამოავლინა აზრობრივი სიღრმე. ასევე განხილულია იმის მაგალითები, თუ როგორ აიყვანა განვითარების ახალ საფეხურზე მამბეტოვმა ყაზახური თეატრალური ხელოვნება მსოფლიო და ყაზახური დრამატურგიის დადგმის საშუალებით.


 

გამოქვეყნებული: Apr 20, 2017

Article Details

გამოცემა
სექცია
თეატრმცოდნეობა